სტატიები

Published on: 10 June 2019

Mazda ახალ როტორულ ძრავაზე მუშაობს

Mazda-ს გენერალური დირექტორის აკირა არუმოტოს თქმით, კომპანია ახალ ძრავაზე მუშაობს, რომლითაც მომავალში ჰიბრიდული მოდელები აღიჭურვება. თუმცა როტორული ძრავის გამოსვლის კონკრეტულ პერიოდსა და მახასიათებლების შესახებ საუბარზე მან უარი განაცხადა. მოცემულ მომენტში კომპანია თავისი აქტუალური მოდელების გამონაბოლქვის ტოქსიკური დონის შემცირებით არის დაკავებული. არსებობს საშიშროება, რომ ისინი ახალ ეკოლოგიურ ნორმებს ვერ მიუსწრებენ, რომელიც ევროკავშირში 2021 წლიდან შემოდის. ამ პერიოდისთვის ავტომობილები ყოველ კილომეტრზე 92 გრამ СO2-ზე ნაკლებს უნდა “უშვებნდნენ”. ამ ლიმიტის გადაჭარბების გამო ავტომწარმოებელი ყოველ გადაცილებულ გრამზე 92 დოლარით დაჯარიმდება, ეს გამრავებული გაყიდული ავტომობილების რაოდენობაზე.საინტერესოა ის, რომ მარკის ყველაზე პოპულარული ავტომობილი ყოველ კილომეტრზე 128-150 გრამი CO2-ით აბინძურებს გარემოს.

მოცემული სიტუაციის გამოსასწორებლად, იაპონელები გეგმავენ უკვე შემდეგი წლისთვის სრულიად ელექტრონული მოდელი, ხოლო 2021 წლისთვის ჰიბრიდული მოდელი გამოუშვან. აკირა მარუმოტოს განცხადებით თუ ვიმსჯელებთ ჰიბრიდული ძალური აგრეგატის საწვავზე მომუშავე ნაწილი როტორული ძრავით წარმოგვიდგება.

 

თეგები: ,


Back to Top ↑