სტატიები

Published on: 15 December 2017

მათემატიკოსებმა შემთხვევითი საცობებისგან თავის არიდების საშუალებას მიაგნეს

“უეცარი” საცობების პრობლემის კვლევებით დაკავებულნი იყვნენ მასაჩუსესის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერები. იმისთვის, რომ ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზები ეპოვნათ, ექსპერტებმა დიდი ავტოსტრადის მათემატიკური მოდელი შექმნეს.

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერება ავტომობილის სახით წარმოადგინეს ტვირთების ნაკრები, რომლებიც ერთმანეთთან ზამბარებით არიან დაკავშირებულნი. მსგავსი მიდგომა, როგორც მათემატიკოსები ხსნიან,  ისეთი სიტუაციის მოდელირების საშუალებას იძლევა, რომელშიც როცა ერთი ავტომობილი იწყებს სიჩქარის უეცარ კლებას, სხვა ავტომობილები ავარიისთვის თავის არიდების მიზნით იწყებენ დამუხრუჭებას.

ამის შედეგად წარმოიქმნება თავისებური ტალღა, რომელიც გადაადგილდება სხვა ავტომობილებში და ეტაპობრივად წყნარდება. თუ ასეთი ტალღები მცირე რაოდენობით წარმოიქმნება, მაშინ ავტომობილების ნაკადი მოძრაობს ასეთუისე თანაბარი სიჩქარით, ხოლო კრიტიკული ნიშნულის გადაჭარბების დროს წარმოიქმნება საცობი, ავტომობილები “ტირესებურ” მოძრაობას იწყებენ.

მსგავსი სიტუაციიდან თავის დაღწევის მეთოდი საკმაოდ მარტივი აღმჩნდა: თუ მძღოლები მეზობელ ავტომობილებთან მიმართებაში დაიცავენ გარკვეულ დისტანციას, მაშინ პოტენციური საცობების ბერკეტები მაქსიმალურად სწრაფად გაქრებიან.

“ადამიანი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მიეჩვია წინ ყურებას – ჩვენთვის უკიდურესად არაბუნებრივია იმაზე ფიქრი, თუ რახდება უკან ან გვერდითა მხარებზე. თუ ჩვენ დავიწყებთ “ყველამხრივ” ფიქრს, მაშინ შესაძლებელი იქნება მოძრაობის სიჩქარის გაზრდა ისე, რომ საჭირო არ იყოს ავტომაგისტრალებისა და ახალი ინფრასტრუქტურების შექმნა” – განმარტა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ლიან ვანმა.

 

 

 

 

თეგები:


Back to Top ↑