სტატიები

Published on: 24 September 2015

Maserati -ს სერიული კროსოვერის პირველი ფოტოები

პაპარაცების ობიექტივში აღმოჩნდა კროსოვერი Masrati Levante. იმის მიუხედავად რომ კროსოვერი კამუფლაჟით არის შენიღბული, გარკვეული დასკვნების გაკეთება სერიულ Maserati Levante -ს გარეგნობაზე შესაძლებელია. მაგალითად ნათლად ჩანს, რომ ავტომობილი მიიღებს რადიატორის დიდ ჩარჩოს, გრძელ კაპოტსა და გლუვ სახურავს. რაც შეეხება Levante -ს განათებას, ყველაფრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ არც ისე დიდი ექნება.

2e643d28cf6e514be87138031d4b44a3_orig

მოსალოდნელია, რომ Maserati Levante მიიღებს ძრავების დიდ გამას. ავტომობილი აღიჭურვება ბენზინის V6 ძრავებით, რომელთა სიმძლავრეც იქნება 350 და 425 ცხენის ძალები. ასევე უფრო მძლავრი V8 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 560 ცხ.ძ. -ს. რაც შეეხება დიზელის ძრავებს, წარმოდგენილი იქნება 250, 275 და 340 ცხენის ძალის მქონე ვერსიებით. ყველაფერთან ერთად Maserati -ს დირექტორმა ჰარალდ ვესტერმა განაცხადა, რომ კროსოვერის ჰიბრიდულ ვერსიასაც გამოუშვებენ.

11154a78ddd1c9876d8353ae2955ef81_orig

თეგები: ,


Back to Top ↑