სტატიები

Published on: 05 November 2015

Mansory -მ Maserati Ghibli -ზე იმუშავა

ცნობილმა ტიუნინგ ატელიემ Mansory -მ წარმოადგინა ახალი პროექტი Maserati Ghibli -ს სახით. ავტომობილმა მიიღო კარბონის ელემენტები წინა ბამპერში და 22 დიუმიანი დისკები წითელი სამუხრუჭე სუფორთებით.

ავტომობილის ინტერიერს ჯერ-ჯერობით არ გვიჩვენებენ, მაგრამ ატელიეში გვპირდებიან ახალ საჭეს, სალონში ტყავისა და ასევე კარბონის ან ხის ელემენტებს, არჩევის მიხედვით.

ტექნიკურ მხარეშიც არის განახლებები. Mansory -ში გვთავაზობენ ავტომობილის როგორც დიზელის, ასევე ბენზინის ვერსიების განახლებებს. ბენზინის შემთხვევაში V6 სამი ლიტრი მოცულობის ძრავა 410 ცხ.ძ. -ისა და 550 ნმ -ის ნაცვლად გამოიმუშავებს 480 ცხენის ძალასა და 640 ნმ ბრუნვით მომენტს, ხოლო დიზელზე მომუშავე ანალოგიური ძრავა გამოიმუშავებს 310 ცხ.ძ.-სა და 680 ნმ -ს, ნაცვლად 275 ცხ.ძ. -ისა და 600 ნმ -ის.

5dd6ec68360d60dc4f4ba3332a

თეგები: , , ,


Back to Top ↑