სტატიები
Published on: 14 September 2015
Mansory -მ Lamborghini Huracan -ის სიმძლავრე ორჯერ გაზარდა
Mansory -ს ტიუნინგ ჯგუფმა იმუშავა Lamborghini Huracan -ზე და მას 1250 ცხენის ძალა შესძინა. ავტომობილი აღჭურვილია 5,2 ლიტრი მოცულობის V10 ძრავით, რომლის ბრუნვითი მომენტიც ხელოვნურად არის შეზღუდული და შეადგენს 1000 ნმ -ს. მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ ავტომობილმა 0-100 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს 2,7 წმ -ში და ამასთან მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 340 კმ/სთ -ს.
რათქმაუნდა ამ ყველაფერს Mansory -მ ავტომობილს კარბონის ელემენტებიც დაუმატა, გახადა უფრო აეროდინამიული და აღჭურვა 20 და 21 დიუმიანი დისკებით. ამ Huracan -ს ცოცხლად ფრანკფურტის ავტოსალონში აჩვენებენ.