Published on: 08 October 2019
მამაკაცს ტაქსში ჩაეძინა და ქვეყნის მეორე ბოლოში აღმოჩნდა
ედინბურგელი ჯოზეფ ფერჯი კლუბში გატარებული საღამოს შემდეგ Uber-ის ტაქსით სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას ჩაეძინა. გაღვიძებული ის ქვეყნის მეორე ბოლოში აღმოჩნდა. ჯოზეფი ტაქსში დილის 5:14 სთ-ზე ჩაჯდა, რათა სახლამდე მისულიყო. გასავლელი მანძილი კი 3 კილომეტრს შეადგენდა. ცხრის ნახევარზე ის ტაქსის მძღოლმა გააღვიძა და მგზავრობაში 400 ფუნტი მოსთხოვა, ამასთან ფრეჯიმ აღმოაჩინა, რომ მისთვის უცხო ადგილას იმყოფებოდა. ადგილმდებარეობის დადგენა მან მას შემდეგ მოახერხა, რაც Snapchat-ში დახმარების თხოვნის შესახებ განაცხადა.
აღმოჩნდა, რომ ტაქსისტმა 180 კილომეტრი გაიარა და მგზავრი ქალაქ კერკუბრიში ჩამოსვა. შოტლანდიელს სახლში დასაბრუნებლად შვიდი საათი და რამოდენიმე სატრანსპორტო საშუალების შეცვლა დასჭირდა.