Published on: 24 April 2015
მალე Volkswagen Golf R400 -ის სერიული ვერსია გამოვა
ექსტრემალური Volkswagen Golf R400 -ის სერიულ წარმოებაზე საუბარი აქტუალური გახდა გასული წლის პრემიერის შემდეგ, თუმცა რობოტიზირებული გადაცემათა კოლოფის პრობლემების გავრცელებისა და შემდგომ ამ პრობლემების აღმოფხვრის გზების ძიების პროცესში, ავტომობილის სერიულ წარმოებაზე საუბარი შეწყდა. ახლა კი ცნობილი გახდა რომ სერიული R400 -ის ბაზარზე გამოსვლა შესაძლოა ამ წელს მოხდეს. ამასთან კონცეპტთან შედარებით იგი გაცილებით ძლიერი იქნება.
ავტომობილი აღჭურვილი იქნება 2,0 ლიტრი მოცულობის მქონე ტურბინირებული ძრავით, რომელიც განავითარებს 420 ცხენის ძალას. რა თქმა უნდა ყველა თვალი წამყვანი იქნება, ხოლო გადაცემათა კოლოფის კონცეპტს ( 6 საფეხურიანი DSG ) ჩაანაცვლებს გაცილებით გამძლე 10 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი.