სტატიები

Published on: 10 November 2014

მაიამიში ორი განსხვავებული Fiat 500 წარმოადგინეს

27616e626d25f830f447354167

წინა დღეებში მაიამის ავტოსალონში წარმოადგინეს Fiat 500 -ის ორი სპეციალური ვერსია, რომელებიც განკუთვნილია ამერიკული ბაზრისთვის. კლასიკურმა ხუთკარა Fiat 500 -მა და დაგრძელებულმა Trekking -მა მიიღეს საკუთარი ფერების პალიტრა და დამატებითი პარამეტრების რიგი. ორივე ვერსიის გაყიდვები დაიწყება 2015 წლის პირველ კვარტალში.

2015 წლის კომპაქტური Fiat 500 Ribelle -ს ვერსიის სახურავი, სპოილერი და უკანა ხედვის სარკეები შეფერილია წითელ ფრად. მას უფრო ალამაზებს და მომხიბლელს ხდის წინა და უკანა ფარების შავი კანტები.

ხუთკარა Fiat 500L Urbana Trekking -ი აღჭურვილია 17 დიუმიანი დისკებით. ავტომობილის სახურავი შეფერილია შავ ფრად, ხოლო სალონში ჭარბობს ნატურალური და ხელოვნური შავი ტყავი. ინტერიერისგან წამოსული მოღუშული შთაბეჭდილების გაფანტვას საშუალებას გვაძლევს პრემიუმ აუდიო სისტემა და თნამგზავრული რადიო.

აშშ -ში Fiat 500 Ribelle -ი ხელმისაწვდომი იქნება 17 395 დოლარად. ხოლო 500L Urbana Trekking -ი კი 22 795 დოლარად.

3a1302703cc0fccc3c3e46e1df c1fc4d9a0069bd6d352e66a8e1 f596dd1562733bd5c77c2c30c0 0df0bb5b07c2ac4d33b78dba02 4128cedcb3c3245dfb9c6ad96a

თეგები:


Back to Top ↑