Published on: 29 March 2017
ლონდონში $90 000 ღირებულების უპატრონო Ferrari იპოვნეს
სპორტული ავტომობილი Ferrari 456 ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში უკვე 2 წელზე მეტია უპატრონო მდგომარეობაში იმყოფება, ამის შესახებ იტყობინება გამომცემლობა The Sun -ი. ცოტახნის წინ ქალაქის საპატრულომ ავტომობილის ბობრლების ბლოკირება მოახდინა, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში სპორტქარის ევაკუირება მოხდება.
ავტომობილის მფლობელის შესახებ არაფერია ცნობილი. თუმცა გამომცემლობა იტყობინება, რომ Ferrari 456 -ის ტექდათვალიერების საბუთი 2015 წლით თარიღდება.
Ferrari 456 – ეს არის გრან-ტურიზმოს კლასის სპორტული კუპე, რომლის გამოშვებაც 1993-2004 წლებში ხდებოდა. სახელწოდება “ფერარი 456” ავტომობილმა ცილინდრის მოცულობბის გამო მიიღო, რაც 456 კუბ.სმ -ს შეადგენს. ავტომობილი აღჭურვილია 5,5 ლიტრი მოცულობის ძრავით, რომელსაც 48 სარქველი აქვს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 301 კმ/სთ -ს შეადგენს, რის გამოც მან თავის დროზე ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილის ტიტული მოიპოვა.