Published on: 17 February 2017
ლიმუზინი, რომელიც ტრამპს ეკუთვნოდა, გასაყიდად გამოიტანეს
Cadillac -ის ეს ლიმუზინი, რომელიც ცნობილი მისი ერთ-ერთი ყოფილი მფლობელის აშშ -ს ახლანდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამსახურებით გახდა, დიდ ბრიტანეთში აუქციონზე არის გამოტანილი. მსოფლიოში სულ ორი ასეთი ავტომობილი გამოუშვეს. საერთო ჯამში მან ხუთი მფლობელი გამოიცალა. 1988 წელს გამოშვებული ავტომობილის საწყისი ფასი 62 000 დოლარს შეადგენს.
ლიმუზინი აღჭურვილია 5 ლიტრი მოცულობის ბენზინის ძრავით. თითქმის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში ამ ავტომობილმა 73 000 – ამდე კილომეტრი გაიარა. ბოლო მეპატრონემ ავტომობილი 10 წლის წინ შეიძინა. აუქციონის ორგანიზატორები იმედოვნებენ – იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილი ტრამპს ეკუთვნოდა და ასევე არაერთ გადაღებებში მიუღია მონაწილეობა, დიდ თანხად უნდა გაიყიდოს.