Published on: 23 April 2015
Lexus RX -მა ტურბოვერსია მიიღო
Lexus -მა შანხაის ავტოსალონში წარმოადგინა RX -ის ისტორიაში პირველი ტურბინირებული ძრავა – ახალი თაობის კროსოვერმა NX -ისგან მიიღო 230 ცხენის ძალის მქონე 2,0 ლიტრიანი ძრავა.
ავტომობილი მყიდველისთვის შეთავაზებული იქნება RX 200t სახელით და აღიჭურვება F Sport პარამეტრების ნაკრებით, თუმცა ბოლოხსენებულTან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია. ავტომობილი აღიჭურვება 6 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.
რაც შეეხება თვითონ აგრეგატს, კომპანიის პირველი ტურბოძრავა არის ოთხ ცილინდრიანი. მას აქვს გაზისგამანაწილებლის ფაზის ორმაგი გაზომვის ტექნოლოგია. ძრავების გამაში ასევე შედის 3,5 ლ. მოცულობის 300 ცხ.ძ. -ის მქონე V6 ძრავა და ასევე იგვე სიმძლავრის V6 ჰიბრიდული ძრავა. დაველოდოთ გაყიდვების დაწყებასა და ფასებს.