Published on: 25 July 2015
Lexus -მა RC F -ს მძღოლის გულისცემის გამოხატვა ასწავლა (ვიდეო)
Lexus -მა ლიუმინესცენტური საღებავის გამოყენებით, რომელიც სიბნელეში ანათებს, მხურვალე RC F -ს მძღოლის გულისცემის გამოხატვა ასწავლა.
დაგვეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი ძალიან მაგრად გამოიყურება. ეს არის საკმაოდ რთული სისტემა, რომელიც სპეციალური მოწყობილობების საშუალებით ზომავს მძღოლის გულისცემას და კუზაოს პანელებზე ელექტრონულ მუხტებს გადასცემს. რომლებიც Lumonor -ის შემუშავებულ საღებავს აიძულებს ანათოს გარკვეული თანმიმდევრობით.
Lexus -ში იძახიან, რომ ეს სისტემა მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც პულსი გადასცდება 100 დარტყმას წუთში. პრომო რგოლშო ყველაფერი კარგად არის ნაჩვენები, რომელშიც 477 ცხენის ძალის მქონე RC F -ის მძღოლის გულისცემა 180 დარტყმას უტოლდება. ნახეთ ვიდეო: