Published on: 17 August 2015
Lexus LX 570 განახლდა. [Foto + Video]
კომპანია Lexus -მა ოფიციალურად წარადგინა განახლებული LX 570. ავტომობილის პრეზენტაცია გაიმართა Pabble Beach -ის ელეგანტურობის კონკურსზე.
Lexus LX 570 -მა მსგავსი რესტაილინგისთვის დამახასიათებელი ცვლილებების რიგი განიცადა. ავტომობილმა მიიღო რადიატორის განსხვავებული ჩარჩო, ახალი ფარები, სხვა ნისლსაწინააღმდეგოები, ახალი ბამპერები და უკანა ნათურები. საერთო ჯამში ავტომობილი უფრო სასტიკად გამოიყურება.
მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ავტომობილის სალონმაც, შემქმნელებმა შეცვალეს ყოველი დეტალი, რომლის დამსახურებითაც ყველგანმავალი კროსოვერ Lexus RX -ს დაემსგავსა. აღსანიშნავია ახალი საჭე, შეცვლილი ხელსაწყოთა პანელი 4,2 დიუმიანი ეკრანით. ასევე გამოჩნდა ახალი მულტიმედიური სისტემა 12,3 დიუმიანი ეკრანით და სხვა დეტალები. ამის გარდა, Lexus LX 570 -ის სტანდარტულ კომპლექტაციაში შევა პანორამული კამერა.
Lexus LX 570 -ის კაპოტქვეშ განთავსდება გაუმჯობესებული 5,7 ლ. მოცულობის V8 ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 383 ცხ.ძ. -სა და 546 ნმ -ს. ამის გარდა 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფს ჩაანაცვლებს 8 საფეხურიანი ავტომატიკა.