ვიდეო
Published on: 26 September 2018
ლეგენდალური ტრასა პირველად გაიარეს დრიფტით
დრიფტის მსოფლიო ჩემპიონმა ვონ გიტინ-უმცროსმა თავისი 900 ცხენის ძალის მქონე Ford Mustang RTR-ით, მსოფლიოში პირველმა, ნიუბურგრინგის ჩრდილოეთი წრე დრიფტით გაიარა. 20,76 კილომეტრზე დრიფტისთვის საბურავის სამი ნაკრები გახდა საჭირო, რომლებითაც ჩვეულებრივ რეჟიმში 144 840 კმ-ის გავლა იქნებოდა შესაძლებელი. გადაღებების დროს მაქსიმალური სიჩქარე 241 კმ/სთ დაფიქსირდა. Ford-ში აღნიშნავენ, რომ მეტი სიჩქარის განვითარების საშუალებად გადაცემათა კოლოფი არ იძლეოდა.