სტატიები

Published on: 06 October 2018

Land Rover Discovery-ის ადამიანების ჰაერიდან ძებნა ასწავლეს

Land Rover-ი საერთაშორისო წითელ ჯვართან 1954 წლიდან თანამშრომლობს, ამიტომ უცნაურია, რომ მხოლოდ ახლა გამოიგონეს პარტნიორებმა სპეციალური ავტომობილი, რომელიც განკუთვნილი იქნება ექსტრემალურ სიტუაციებში ადამიანების გადასარჩენად. Discovery-ის ამ შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ავტომობილი მიუვალ რაიონებში გასაჭირში მყოფ ადამიანების გადარჩენის შანსებს გაზრდის.

ბრიტანული ყველგანმავალი აღჭურვილია 3.0 ლიტრი მოცულობის V6 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 258  ცხ.ძ.-ს. ავტომობილი გადაქცეულია მობილურ სამართავ პუნქტად, სატვირთო განყოფილება სავსეა სხვადასხვა სამძებრო აღჭურვილობებით, სტაციონალური და გადატანითი რადიოსადგურებით. საიმედო კავშირზე სიცოცხლეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომაა ავტომობილი ამდენი გადამცემით აღჭურვილი. მთავარ კომპონენტად კი დიდი რვა ძრავიანი დრონია, რომელიც აღჭურვილია შორი ხედვის და სითბური კამერით. რომელსაც ადამინის შემჩნევა 440 მეტრიდან შეუძლია, ხოლო ავტომობილის 1 კილომეტრიდან.

თეგები: ,


Back to Top ↑