Published on: 24 February 2017
Lamborghini Urus – ახალი დეტალები
ეს იქნება Lamborghini -ს ისტორიაში მეორე SUV -ი. თუმცა, თუ LM002 (1986-1993 წლები) მცირე ტირაჟით იქნა აწყობილი, Urus -ს შანსი აქვს Lamborghini -ს მოდელებს შორის ყველაზე მასიურის ტიტული მოიპოვოს. AutoExpress -ის ინფორმაცით 2019 წლისთვის კომპანიის გაყიდვების 50% კროსოვერზე მოვა. ყველაზე მსხვილი ბაზარი კი იქნება: ახლო აღმოსავლეთი, აშშ და რათქმაუნდა ჩინეთი.
სავარაუდოდ “ურისი” 250 ათასი დოლარი ეღირება. მას მოძრაობაში მოიყვანს V8 ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 600 ცხ.ძ. -ზე მეტს, ამასთან ავტომობილი სრულამძრავიანი იქნება.
მოგვიანებით Urus -ის ჰიბრიდული ვერსიაც გამოვა, რომლის შექმნაშიც იტალიელებს Audi -ს სპეციალისტები დაეხმარებიან ( შეგახსენებთ, რომ “ლამბორჯინი” Volkswagen AG -ს დიდ ოჯახში შედის).