სტატიები

Published on: 23 January 2017

Lamborghini -ს სერიულ კროსოვერს უკვე ამ წელს ვიხილავთ

მიმდინარე წლის ბოლოს იტალიელები Lamborghini -ის კროსოვერის სერიულ წარმოებაში გამოშვებას აპირებენ. ამის შესახებ ერთ-ერთ უცხოურ ჟურნალთან ინტერვიუში ბრენდის შეფ-დიზაინერმა მიტია ბორკერტმა განაცხადა. როგორც ცნობილია სერიული ყველგანმავლის ექსტერიერი კონცეპტ Urus -ის სტილში იქნება შესრულებული.

მოსალოდნელია, რომ ახალი მოდელის ამწყობი ხაზი სანტა-აგატა-ბოლონზეში უკვე ამ წლის აპრილის თვეში იქნება მზად. არაოფიციალური ინფორმაციით, Lamborghini -ის პირველ კროსოვერს Volkswagen -ის პლატფორმაზე ააწყობენ, რომელიც ასევე საფუძვლად უდევს Betley Bentayga -ს.

იტალიური SUV -ის ძრავების ხაზში შევა 4,0 ლიტრი მოცულობის V8 ტვინ-ტურბო ძრავა. ამასთან კროსოვერი Lamborghini -ს ერთადერთი მოდელი იქნება, რომელიც ჰიბრიდულ სისტემას მიიღებს. გაყიდვების  ძირითადი ბაზრები კი იქნებიან : აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

თეგები: , ,


Back to Top ↑