Published on: 06 April 2017
Lamborghini ხუთ ტრაქტორს გამოუშვებს რომლებიც 250 ათასი ევრო ეღირება
კომპანია Klima-Lounge -მ Lamborghini -ს მხარდაჭერით ესენში გამართულ Techno Classica -ს გამოფენაზე განსაკუთრებული ტრაქტორი Centenario წარმოადგინა. ახალი მოდელი Lamborghini Centenario -ს სუპერქარების “საიუბილეო” ავტომობილების სერიის გაგრძელებად ითვლება.
ტრაქტორის პროტოტიპის პრემიერას ფერუჩო ლამბორჯინის შვილიშვილი, – ფაბიო ლამბორჯინი დაესწრება. ტრაქტორის ტექნიკურ მონაცემებზე ინფორამცია ჯერ-ჯერობით არ გვაქვს. წარმოდგენილ ფოტოებზე შეიძლება ავღნიშნოთ მხოლოდ ის, რომ ახალი მოდელი რეტრო სტილში არის შესრულებული.
პროტოტიპის გარდა Lamborghini კიდევ ხუთ ასეთ ტრაქტორს გამოუშვებს, რომელთაგან თითო 250 ათასი ევრო ეღირება. მისი ჩვენება 9 აპრილამდე გაიმართება.