Published on: 02 November 2017
Lamborghini -ის მძღოლი დამჯდარი აკუმულატორის გამო ავტომობილში ჩაიკეტა
Lamborghini Aventador -ის მძღოლი თავის ავტომობილში ჩაიკეტა, რისი მიზეზიც დამჯდარი აკუმულატორი გახდა. შემთხვევა ავსტრალიის ერთ-ერთ გზაზე მოხდა. მომხდარმა გამვლელი მძღოლების ყურადღებაც მიიპყრო, რამაც შემდგომში საცობი გამოიწვია.
Aventador -ის მძღოლის თქმით მომხდარში სრულიად ის არის დამნაშავე. მან განმარტა, რომ რამოდენიმე თვე საზღვარ გარეთ იყო სამუშაოდ და სახლში ჩამოსულს ავტომობილის აკუმულატორის დასამუხტად შეერთება დაავიწყდა. რატომ ვერ შეძლო Lamborghini Aventador -ის მძღოლმა კარი სალონიდან გაეღო, არ განმარტებულა.
შეგახსენებთ, რომ $760 000 ღირებულების Aventador -ი აღჭურვილია 6,5 ლიტრი მოცულობის V12 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 700 ცხ.ძ. -სა და 0-100 კმ/სთ აჩქარებას 2,9 წმ -ს ანდრომებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ -ს შეადგენს.