სტატიები

Published on: 12 September 2019

Lamborghini-ის ახალი სუპერქარი – ყველაზე მძლავრი და ძვირადღირებული

Lamborghini  დიდხანს ინარჩუნებდა ატმოსფერული ძრავების ერთგულებას, მაგრამ როგორც ჩანს, მათგან უფრო და უფრო მეტი სიმძლავრის ამოღება ვეღარ ხერხდება. ამიტომაც იტალიელებმა შექმნეს ჰიბრიდული კუპე – მარკის ისტორიაში ყველაზე მძლავრი. ასევე ყველაზე ძვირადღირებულიც.

Lamborghini Sian-ი აწყობილია Aventador SVJ-ის მოდიფიკაციის ბაზაზე. ბენზინის 6,5 ლიტრიანი V12 ძრავი, რომელიც “ავენდატორისგან” ითხოვა 770-ის ნაცვლად გამოიმუშავებს 785 ცხენის ძალას. მთავარი ისაა, რომ რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფში ინტეგრირებულია პატარა ელექტრონული ძრავა, რომელიც 34 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამიტომ ავტომობილის საერთო სიმძლავრე 819 ცხენის ძალას შეადგენს.

ჰიბრიდული Lamborghini Sian-ი შეზღუდული ტირაჟით გამოვა – სულ 63 ეგზემპლარი ( მიუთითებს 1963 წელზე, როდესაც Lamborghini შეიქმნა).

 

თეგები: ,


Back to Top ↑