Published on: 30 September 2015
კროსოვერი Tesla Model X -ი ოფიციალურად წარმოადგინეს
კომპანია Tesla -მ ოფიციალურად წარმოადგინა თავისი პირველი ელექტრონული კროსოვერი სახელწოდებით Model X -ი. ავტომობილის პრეზენტაცია გაიმართა კალიფორნიაში არსებულ კომპანიის ქარხანაში, სპეციალურ ღონისძიებაზე.
Tesla Model X -ის გარეგნობა ოფიციალური ფოტოების წყალობით ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში იყო ცნობილი. კომპანიის წარმომადგენლობამ გაამხილა ავტომობილთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები. მაგალითად ის რომ, კროსოვერმა მიიღო სრულიად შუქდიოდური ოპტიკა, განსაკუთრებული პროფილისა და აქტიური უკანა სპოილერის წყალობით ავტომობილის აეროდინამიულობის წინაღობის კოეფიციენტი შეადგენს 0,24 -ს , ხოლო “ფრთებისებური კარებები” გაკეთდა იმისთვის, რომ მეორე და მესამე რიგი მგზავრებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს.
Tesla Model X ხელმისაწვდომი იქნება 7 ან 6 ადგილიანი ვერსიებით, ამასთან სავარძლების განთავსება შესაბამისად იქნება 2+3+2 ან 2+2+2. საჭიროების შემთხვევაში სავარძლების მესამე რიგი იკეცება, ხოლო მეორე რიგს მწარმოებელი “ხელოვნების შედევრს” ეძახის, რადგან გამოირჩევა კომფორტულობით.
Tesla Model X წარმოდგენილი იქნება ორ ვერსიაში, ორივე მათგანი იქნება სრულამძრავიანი. ბაზური ვარიანტი 90D აღჭურვილი იქნება ორი 259 ცხენის ძალის მქონე ელექტრო ძრავით. ასეთ ავტომობილს შეეძლება განავითაროს 0-98 კმ/სთ სიჩქარე 4,8 წმ -ში, ხოლო მაქსიმალურად დამუხტვის შემთხვევაში დაფაროს 414 კმ. უფრო მძლავრი ვერსია P90 D ასევე მიიღებს ორ ელექტროძრავას: 259 და 503 ცხენის ძალის მქონეებს. სტანდარტულ რეჟიმში ასეთი Tesla Model X 0-98 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს 3,8 წმ -ში. Ludicrous Speed პაკეტის შემთხვევაში კი 3,2 წმ-ში. ერთ სრულ დამუხტვაზე შეუძლია 400 კმ -ის დაფარვა.
Tesla Model X 90D -ის მინიმალური ფასი შეადგენს $132 000 -ს, ხოლო უფრო მძლავრი ვერსიის P90D -ის ფასი იწყება $142 000 -დან. კომპანიამ უკვე დაიწყო შეკვეთების მიღება. პირველ ავტომობილებს კლიენტები 2016 წლის მეორე ნახევარში მიიღებენ.