ავტოსპორტი

Published on: 03 August 2015

Koteta Cup 2015

გუშინ, 2 აგვისტოს საფუძველი ჩაეყარა ლევან კოტეტიშვილის სახელობის თასის გათამაშებას. რბოლა თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, მხოლოდ BMW -ს კლასში, რადგან ლევანი რბოლებში მხოლოდ ამ მარკის ავტომობილით ღებულობდა მონაწილეობას, ხოლო შემდგომ მრბოლელების თხოვნით დაემატა Absolut კლასიც, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერი მარკის ავტომობილს. BMW კლასში მონაწილეობა მიიღო 6 -მა ავტომობილმა, Absolut კლასში კი 18 -მა.  ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით BMW -ს კლასში რბოლა 12 წრეზე გაიმართა, ხოლო აბსოლუტ კლასში 20-ზე.

DSC_0063

Koteta Cup -ში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ჰყავდა ავტომობილი და აღჭურვილი იყო უსაფრთხოების ჩაფხუტით. ასევე არ იყო შეზღუდვა ავტომობილის აღჭურვილობაზე, იქნებოდა ის სპორტულ საბურავებზე, მომატებული ცხენის ძალებით თუ ა.შ.

DSC_0083

რბოლა საკმაოდ სანახაობრივი და საინტერესო გამოვიდა. ამას აღნიშნავენ, როგორც მაყურებლები ასევე თვითონ მრბოლელებიც. ასევე აღსანიშნავია,იმის მიუხედავად, რომ რბოლაში მონაწილეობდნენ მოყვარულები, მან ინციდენტების გარეშე ჩაიარა. იყო მხოლოდ უმნიშვნელო კონტაქტები. გამარჯვებულებისთვის დაწესებული იყო უამრავი პრიზი, როგორც სპონსორებისგან ასევე ლევან კოტეტიშვილის ოჯახისგან. წარმოგიდგენთ რბოლებში გამარჯვებულებს.

BMW Class

Absolute Class

  1. გიორგი პირიევი
  2. დავით ფხალაძე
  3. ოთარ ჭილაძე
1. გიორგი პირიევი
2. შაკო ციხელაშვილი
3. დავით ხელხელაური

DSC_0128

Koteta Cup შემდეგ წლებშიც გაიმართება და მათ ვინც ვერ მოახერხეს გუშინდელ რბოლაში მონაწილეობა, შესაძლებლობა აქვთ მოემზადონ შემდეგი წლისთვის. ინფომრაციის მიღება კი შეუძლიათ ღონისძიების სპეციალურ facebook გვერდიდან – http://on.fb.me/1gDx3qL .

koteta cup

koteta cup

koteta cup

koteta kup

koteta cup

Koteta Cup

თეგები: , , , ,


Back to Top ↑