ავტოსპორტი

Published on: 20 July 2015

Koteta CUP

კვირას, 2 აგვისტოს 12:00 საათზე ჩატარდება ლევან კოტეტიშვილის სახელობის სამოყვარულო შეჯიბრი წრიულ რბოლაში

მონაწილეები და მონაწილეობის მიღების წესები:

• შეჯიბრზე დაიშვება მართვის მოწმობის მქონე ნებისმიერი პიროვნება BMW მარკის ავტომობილით

• სავალდებულოა ღვედის და სპორტული ჩაფხუტის ქონა
• მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს სამოყვარულო შეჯიბრებების გამოცდილება ან გავლილი მინიმუმ ერთი ოცწუთიანი სესია რუსთავის ავტოდრომზე
• მონაწილეობა უფასოა

შეჯიბრის პირობები:

• შეჯიბრი დაიყოფა ორ ძირითად ნაწილად – კვალიფიკაცია და ფინალური რბოლა

• საკვალიფიკაციო გარბენზე მონაწილეები გამოვლენ რიგ-რიგობით და გაივლიან ხუთ საკვალიფიკაციო წრეს (საკვალიფიკაციო შედეგად მიიჩნევა ხუთიდან საუკეთესო დრო)
• საკვალიფიკაციო რბოლაში მიღწეული შედეგის მიხედვით ფინალში გადავა მხოლოდ ოცი მონაწილე
• ფინალურ რბოლაში ოცი მონაწილე სასტარტო ბადეზე განაწილდება კვალიფიკაციაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით და ერთდროულად აიღებს სტარტს მსაჯის ალამის აქნევაზე
• რბოლა შედგება 20 წრისგან
• გამარჯვებულია მონაწილე, რომელიც პირველი
• გადაკვეთს ფინიშის ხაზს
• გამარჯვებულისთვის დაწესებულია პრიზი – 1000 ლარი

რბოლა გაიმართება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წრიული რბოლების მოქმედი წესების მიხედვით.

დასწრება უფასოა!

ღონისძიების ბმული ფორუმზე: http://bit.ly/1MfizsS

ღონისძიების ბმული ფეისბუკზე: http://on.fb.me/1HKCla4

 წყარო: Rim.ge

თეგები: , ,


Back to Top ↑