სტატიები
Published on: 09 February 2018
კოსმოსში გაშვებული Tesla-ს ავტომობილი თანამგზავრად აღიარეს
7 თებერვალს კომპანია SpaceX -ის ახალმა მძიმე წონიანმა რაკეტამ Falcon Heavy -მ კოსმოსში სპორტული ელექტრონული ავტომობილი Tesla Roadster -ი გაიყვანა. ილონ მასკის კერძო კოლექციის ავტომობილმა რაკეტის გაშვების დროს სასარგებლო წონის როლი შეითავსა.
BBC აშს -ს კოსმოსური მართვის ცენტრმა ილონ მასკის Tesla Roadster -ი თანამგზავრების კატალოგში შეიტანა. ავტომობილმა თანამგზავრა მიიღო ნომერი 43205.
ავტომობილის საჭესთან მანეკენი სახელად Starman -ია. Tesla -ს ელექტრონული ავტომობილის ერთ-ერთ მიკრო სქემაზე დატანილია წარწერა : “დამზადებულია ადამიანების მიერ პლანეტა დედამიწაზე”.
SpaceX -ის ჩანაფიქრით ავტომობილმა მარსის ორბიტას უნდა ჩაუაროს.