სტატიები

Published on: 19 January 2019

კონკურსის “წლის ავტომობილი გეებისთვის” გამარჯვებული ცნობილია

ორგანიზაცია Ledroga ევროპაში ყოველწლიურად ირჩევს “წლის ავტომობილს გეებისთვის. დასახელდა მორიგი გამარჯვებული: 2019 წელს ამ ტიტულს Alpine A110 ატარებს. კონკურსი European Gay Car of the Year  ტარდება 2005 წლიდან მოყოლებული.  გამარჯვებულის ირჩევენ არა ჟურნალისტები, ექსპერტები ან კიდევ რომელიმც ცნობილი ადამიანი, არამედ თვითონ გეი ავტომოყვარულები. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სრულფასოვან ავტომობილებს, რომლებიც ევროპის ბაზარზე წლის 1 იანვარი – 31 დეკემბერი პერიოდში გამოვიდნენ. ძარის ტიპსა და ავტომობილის კლასს მნიშვნელობა არ აქვს.

ამ წელს ხმების დიდი ნაწილი მიიღო ფრანგულმა Alpine A110-მა, რომელიც აღჭურვილია 252 ცხენის ძალის სიმძლავრის ბენზინის ძრავით. ავტომობილის წონა 1080 კგ-ს შეადგენს. 0-100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება კი 4,5 წამში შეუძლია.

European Gay Car of the Year -ის წინა წლების გამარჯვებულები:

2018 წელი – Mercedes-Benz E-Class Coupe

2017 წელი – Fiat 124 Spider

2018 წელი – Mazda MX-5

2015 წელი – Ford Mustang

2014 წელი – Citroen DS3 Cabrio

2013 წელი – Mini Roadster

2012 წელი – Citroen DS4

2011 წელი – Peugeot RCZ

2010 წელი – Fiat 500C

2009 წელი – Alfa Romeo MiTo

2008 წელი – Fiat 500

2007 წელი – Alfa Romeo Spider

2006 წელი – Aston Martin DB9 Volante

2005 წელი – Mini Cabriolet

თეგები: , ,


Back to Top ↑