Uncategorized
Published on: 26 October 2014
Ford-მა “გააცოცხლა” კონცეპტი HOT WHEELS RIP ROD
გასულ წელს Ford -მა SEMA -ზე “მხიარული” კონცეპტი Rip Rod წარადგინა, რომელიც აწყობილია Mattel-ისა და Bandito Brothers -ის თანამშრომლობით სათამაშო მოდელის მოტივებზე. წითელი-ლურჯი შეფერილობის Rip Rod-ი გამოიყურებოდა შესანიშნავად, მაგრამ ის იყო მხოლოდ სტატიკური მაკეტი, რომლის გადაადგილებაც ტრაილერით ხდებოდა. გავიდა წელი და ეს ავტომობილი ხელახლა მიჰყავთ ლოს-ანჯელესში, ამჯერად მას შეუძლია გადადგილება თავისი ძალებით. ინჟინერებმა Rip Rod -ი აღჭურვეს EcoBoost -ის 3 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც ანვითარებს 158 ცხენის ძალას და მოცულობა შედგება 1 ლიტრისგან.