სტატიები
Published on: 13 February 2017
კონცეპტი Audi RS Q8 ჟენევის ავტოსალონისთვის ემზადება
პირველად კონცეპტი Q8 ფართო აუდიტორიას მხოლოდ ერთი თვის წინ, დეტროიტის ავტოსალონზე “დაენახა”. აქედან გამომდინარე გასაკვირია, თუ რის გამო გადაწყდა ასე მალე RS ვერსიის ჟენევის ავტოშოუზე გამოყვანა. არავითარი პლაგინ-ჰიბრიდი აქ არ იქნება.
სავარაუდოდ კონცეპტი აღიჭურვება იმავე აგრეგატით, რაც S8 Plus -ს უყენია – ეს არის V8 ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 605 ცხ.ძ. -სა და 700 ნმ. ბრუნვით მომენტს. Quattro სისტემაზე ბევრს არ ვიტყვით. თავისთავად ის კონცეპტში იქნება. 0-100 კმ/სთ აჩქარებას ავტომობილი ხუთ წამზე ნაკლებ დროში მოანდომებს, მაქსიმალური სიჩქარე კი დაახლოებით 300 კმ/სთ -ს შეადგენს.