სტატიები

Published on: 11 February 2015

კომპანია 3C Carbon -მა Horex -ის მარკა იყიდა

გერმანული მოტობრენდის Horex -ის ისტორია ჯერ არ დასრულებულა, რადგან 3C Carbon Group -მა შეიძინა გერმანელი მწარმოებლის ყველა აქტივი და მოტოციკლების წარმოების განახლებას აპირებს.

2014 წლის სექტემბერში კომპანია Horex -მა 50 წლის შემდეგ განახლებისა და ოთხწლიანი განვითარების შემდეგ გამოაცხადა გაბანკროტების შესახებ. ახალმა კომპანიამ შეიმუშავა ახალი მოტოციკლი Horex Roadster -ი 1218 კუბიანი VR6 ძრავით. პროექტი იყო ძალიან ამბიციოზური, რადგან იგეგმებოდა დამუხტული ტურბინირებული ვერსიის გამოშვება. VR6 Roadster მოდელის წარმოება 2012 წელს დაიწყო. ერთი წლის შემდეგ კომპანია Horex -მა წარმოადგინა VR6 Classic -ი, ხოლო 2014 წელს ლიმიტირებული მოდელი Cafe Race 33 Ltd. სამწუხაროდ კომპანია გაბანკროტდა, რადგან წარმოება იყო პატარა მოტოციკლები კი ძალიან ძვირი ღირდა.

კომპანია 3C Carbon -ი კარგად იცნობს მოტობიზნესს. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ უნდათ რაც შეიძლება მალე დააბრუნონ Horex -ის მოტოციკლები მსოფლიოს ბაზარზე, მანამდე კი მათ უნდა ჩაატარონ ტექნოლოგიისა და წარმოების ფუნდამენტალური გაუმჯობესება. ამასთანავე კომპანია ჰპირდება Horex VR6 -ის ამჟამინდელ მფლობელებს, რომ უზრუნველყოფს ნაწილების წარმოებას.

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑