Published on: 08 December 2014
კლასიკის სასაფლაო საფრანგეთში
წარმოგიდგენთ, კლასიკის უჩვეულო სასაფლაოს საფრანგეთში, სადაც დაიჟანგნენ იშვიათი ავტომობილები, ისეთები როგორებიცაა : Ferrari, Talbot-ი, Bugatti, Packard-ი, Lorraine-Dietrich-ი და ა.შ. მათი საერთო რაოდენობა 100 ეგზემპლარს ითვლის. ოდესღაც ისინი ეკუთნოდნენ სატრანსპორტო მაგნატს როჯერ ბეილონს, რომელმაც ამ კოლექციის შეგროვება 50-x წლებიდან დაიწყო. მოგვიანებით ფრანგი ბიზნესმენის საქმეები ცუდად წავიდა, რის შედეგადაც მოუწია 50 ავტომობილის გაყიდვა. დანარჩენების მოსავლელად კი ბეილონს ფული არ ჰქონდა.
დღეს ოდესღაც მდიდარი ავტოფარეხის დანახვაზე შესაძლოა სევდიან ხასიათზეც კი დადგეთ. საბედნიეროდ მისი ისტორია ჯერ არ დასრულებულა – დაახლოებით 60 ავტომობილი ელოდება აუქციონს და ვიმედოვნებთ ახალ სიცოცხლესაც. ვაჭრობა დაიწყება რეტრომობილების ფრანგულ ავტოშოუზე, სადაც ზოგიერთ მოდელებს უწინასწარმეტყველებენ სოლიდურ ფასად გაყიდვას. მაგალითად Ferrari 250 GT California Spyder -ს უწინასწარმეტყველებენ 12 000 000 ევროდ გაყიდვას. იგი არის ერთ-ერთი ათეული ეგზემპლარიდან.