სტატიები

Published on: 04 May 2018

კიდევ ერთი ლამაზი ავტომობილი ძალიან მდიდრებისთვის

კომპანია Brabham Automotive დაარსდა 2014 წელს მრბოლელმა და ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონის, ჯეკ ბრებემის შვილმა დევიდმა.

სპორტქარ Brabham BT62 -ის შექმნისას დევიდ ბრებემმა თავდაპირველად მიზნად დაისახა სარბოლო ავტომობილის შექმნა სხვადახსხვა სერიული რბოლებისთვის.

Brabham BT62  სულ რაღაც 972 კგ-ს იწონის. ის აღჭურვილია 8 ცილინდრიანი 5,4 ლიტრი მოცულობის ატმოსფერული ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 710 ცხ.ძ.-ს. სამწუხაროდ დევიდ ბრებემ ჯერ-ჯერობით დინამიური მახასიათებლების გასაჯაროვება საჭიროდ არ ჩათვალა.

ასეთი სულ 70 სპორტქარი იქნება გამოშვებული. აქედან ნახევარი Brabham -ის გუნდის მიერ ფორმულა 1-ის 35 გამარჯვებისადმი იქნება მიძღვნილი, რომლებიც შესაბამის ფერებში შეიღებებიან, ხოლო დანარჩენი 35 მფლობელის სურვილისამებრ ნებისმიერ ფერში. შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო. თითოეული მათგანი 1 მლნ ფუნტი სტერლინგი ეღირება.

თეგები: , ,


Back to Top ↑