Published on: 04 May 2019
კიდევ ერთი ევროპული ქალაქი აკრძალავს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს
ამსტერდამში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შიდა წვის ძრავებზე მომუშავე ავტომობილები და მოტოციკლები 2030 წლისთვის აკრძალონ. შეზღუდვები ძალაში ეტაპობრივად შევა. პირველი ეტაპი შემდეგ წელს იწყება და 15 წელზე მეტი წლოვანების, დიზელზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებს შეეხება. ახალი წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც შეეხება: ტაქსებსა და ავტობუსებს, რომლებიც ბენზინზე მუშაობენ, 2022 წელს ქალაქის ცენტრში მოძრაობა აეკრძალებათ.
სრული გეგმა 2030 წლისთვის უნდა იყოს რეალიზირებული.ამისთვის მთავრობა ხელს შეუწყობს მოქალაქეებს ელექტრონული ძრავის მქონე მანქანებზე გადასვლაში. გათვლების მიხედვით, ქალაქს 25 ათასი დასამუხტი სადგური დასჭირდება. მოცემული მომენტისთვის კი ამსტერდამში სულ 3 ათასი ასეთი სადგურია.