Published on: 02 November 2014
Kia Toyota Prius -ს გამოწვევას უმზადებს
Kia Motors -ის მოდელებში სრულიად ახალი კომპაქტური ოჯახი გამოჩნდება. რომელიც წარმოდგენილი იქნება ჰიბრიდული ძრავებით. როგორც ცნობილია ახალი მოდელი გამოვა 2016 წლისთვის, შესაძლოა რბილ ჰიბრიდულ მოდელს პლაგინ-ვერსიაც მოჰყვეს. ერთი სიტყვით ლაპარაკი მიდის მოდელზე, რომელმაც უნდა გამოიწვიოს პოპულარული Toyota Prius -ი.
ახალი მოდელის გარე დიზაინი ჯერ-ჯერობით განხილვის პროცესშია. ამავდროულად ცნობილია, რომ ავტომობილის ჩარჩო იქნება საკმაოდ არასტანდარტული. ავტომობილის სიგრძე იქნება 4,3 მ, ცოტათი ნაკლები ვიდრე Volkswagen Golf -ის სიგრძე.
Kia DE -ს ( ეს არ არის სახელწოდება, ეს სამუშაო ინდექსია) თავდაპირველად გამოუშვებენ 1,6ლ ბენზინის ძრავითა და ელექტრონული, მცირე სიძლიერის ძრავით, ხოლო შედარებით”მწვანე” ვარიანტებს ალბათ უფრო მოგვიანებით უნდა ველოდოთ. გავრცელებულია მოსაზრება, რომ კორეელები ასეთი მეთოდით უბრალოდ ცდილობენ ევროკავშირის მკაცრ ნორმებში ჩატევას, რომელიც 2012 წლიდან ითვალისწინებს Co2-ის გამოდინებას ავტომობილიდან 95გრ/კმ სტანდარტით. ვიმედოვნებთ, რომ მარტო ეს არ არის მიზეზი ახალი მოდელების გამოშვების და Kia ნამდვილად გვიმზადებს თანამედროვე, ეკოლოგიურ და სიმპატიურ ჰიბრიდულ ჰეჩბეკს.