Published on: 29 October 2015
Kia ამზადებს Hummer -ის კონკურენტს
Kia LTV -ის პირველი ჩვენება გაიმართა 2013 წელს სეულში – ADEX -ის შეიარაღების გამოფენის ფარგლებში. მაშინ ავტომობილი წარმოდგენილი იქნა როგორც პერსპექტიული, მსუბუქი, მრავალი დანიშნულების სატრანსპორტო საშუალება, რაც ნათქვამია მის სახელწოდებაში – Light Tactical Vehicle (LTV). ამ წლის თემებრვალში, აბუ-დაბიში გამართულ IDEX ჩვენებაზე ნაჩვენები იქნა ავტომობილის წინასერიული პროტოტიპი და გაკეთდა განცხადება, რომ ეს ავტომობილი 2016 წელს სამხრეთ კორეის ჯარის შეიარაღებაში შევა.
Kia LTV წარმოადგენს სრულამძრავიან ყველგანმავალს, რომელიც გამოშვებული იქნება ბორბლებსშორისი ბაზის ორი ვარიანტით – სტანდარტული და წაგრძელებული. პირველ შემთხვევაში ავტომობილი იწონის 5700 კგ -ს და შეუძლია ოთხი ადამიანის გადაყვანა, ხოლო გრძელი ვარიანტი ითავსებს რვა ადამიანს და იწონის 7000 კგ -ს. ავტომობილი აღჭურვილია 225 ცხენის ძალის მქონე ტურბო დიზელის ძრავითა და ავტომატური გადაცემათა კოლოფით. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი პირველ რიგში განკუთვნილია სამხედროებისთვის, აღჭურვილია იგი როგორც მსუბუქი ავტომობილი : ოთხარხიანი ABS -ი, გათბობის ფუნქციის მქონე საქარე მინდა, კონდიციონერი, runflat -ის საბურავები, რომლებიც დაზიანების შემთხვევაში საშუალებას იძლევიან 48 კმ/სთ სიჩქარით მოხდეს 50 კმ -ის გავლა.
სოლიდური წონის მიუხედავად Kia LTV -ს შეუძლია 130 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, ხოლო სავსე ავზით მას შეუძია 600 კმ -ის დაფარვა. ავტომობილს შეუძლია 80 სმ სიღრმის მდინარის თავისუფლად გადალახვა.