სტატიები
Published on: 05 April 2017
ხმა მიეცი დათა ქაჯაიას
დათა ქაჯაია – მრბოლელი, რომელმაც პირველად ქართული ავტოსპორტის ისტორიაში, ისეთი მსოფლიო დონის ჩემპიონატზე ძარიან ავტომობილებს შორის როგორიც TCR -ია, საკვალიფიკაციო რბოლაში პოულ პიზიცია დაიკავა, ხოლო პირველ რაუნდში კი ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. შეგახსენებთ, რომ საერთო ჩათვლაში დათა 38 ქულით ლიდერობს.
დღეს TCR -ის ოფიციალურ საიტზე გაეშვა ხმის მიცემის სისტემა, სადაც დათასთან ერთად კიდევ ორი მრბოლელი – ფერენც ფიქზა და ატილა ტასი არის წარმოდგენილი. მოცემული მომენტისთვის ქართველი მრბოლელი ხმების მეორე ადგილს იკავებს.
მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებელს გადავიდეს საიტზე და ხმა მისცეს დათას. ვაჩვენოთ მსოფლიოს “ქართული ქომაგობის ძალა”.
- გადავდივართ საიტზე TCR-SERIES.COM
- მოვძებნით ქვემოთ ფოტოზე აღნიშნულ ბლოკს.
- ხმას ვაძლევთ დათა ქაჯაიას.