Published on: 18 February 2015
ხატია ბრაჭული : “სიჩქარის მეშინია”.
დრაივერის კითხვებს უპასუხა ყველასთვის კარგად ნაცნობმა მსახიობმა ხატია ბრაჭულმა, რომელიც მონაწილეობს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”.
D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?
პირველად 18 წლის ვიყავი საჭესთან რომ დავჯექი. მახსოვს მექანიკა იყო და ძალიან გამიჭირდა.
D: თქვენი პირველი ავტომობილი?
ავტომობილი არმყავს და არასდროს არ მყოლია, მაგრამ ჯიპები მომწონს :).
D: თქვენი ოცნების ავტომობილი?
Range Rover :).
D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?
ავტომობილი საჭიროა ჩემთვის, რადგან ტაქსში ძალიან ბევრი მეხარჯება. ამასთან ერთად ავტომობილი კომფორტია.
D: გიყვართ სიჩქარე?
სიჩქარის მეშინია. ავტომობილი, რომ მყავდეს ალბათ ძალიან ნელა ვივლიდი.