Published on: 23 September 2017
კანადაში პროექტი “ოცნების ავტოფარეხი” წარადგინეს
კანადურმი სამშენებლო კომპანია Hungerford Properties -ი ავტომობილებისთვის ექსკლუზიურ აპარტამენტ-ავტოფარეხებს ააშენებს. პროექტი სახელწოდებით Trove შეიცავს 45 ორსართულიან ნაგებობას, რომელთაგან თითოეულის ფართობი 1000 კვადრატულ მეტრას შეადგენს.
მფლობელებს თავიანთი ავტომობილებისთვის განკუთვნილი სივრცის დაპროექტება საკუთარი გემოვნების მიხედვით შეეძლებათ. ან კომპანია სთავაზობს აირჩიონ ოთხი გამზადებული ვარიანტიდან ერთ-ერთი. აპარტამენტების სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის მაღალ ხარისხიანი იტალიური ავეჯი, სათამაშო მაგიდები და ღვინის ბარიც კი. ერთადერთი რაც არ იქნება, ესაა საძინებელი.
ასეთი ავტოფარეხის ღირებულება 600 000 დოლარიდან იწყება და როგორც დეველოპერი ირწმუნება, მათგან 80% უკვე გაყიდულია. აპარტამენტებში შესვლა მფლობელებსა და მათ ავტომობილებს ობიექტის ჩაბარების შემდეგ, 2019 წელს შეეძლებათ.