სტატიები

Published on: 20 February 2017

კალიფორნიაში ყველაზე ბიუჯეტური Tesla Model 3 -ის წარმოება დაიწყო

დღეს, 20 თებერვალს, კალიფორნიაში ელექტრონული ავტომობილის Tesla Model 3 -ის ყველაზე იაფფასიანი მოდელის წარმოებამ აიღო სტარტი. გაყიდვაში ავტომობილი ამ წლის ზაფხულს გამოვა.

Tesla Model 3 -ის პრეზენტაცია 2016 წლის გაზაფხულზე გაიმართა, მაგრამ მწარმოებელმა ელექტროქარის ტექნიკური ინფორმაციის საიდუმლოდ დატოვება ამჯობინა. მოცემულ მომენტში ცნობილია, რომ ბიუჯეტურ Tesla -ში, რომელიც ფლაგმანურ სედან Model S -ს მოგვაგონებს, შეგვხვდება მრავალფუნქციონალური სალონი.

Tesla Model 3 ბაზარზე ორი მოდელით არის წარდგენილი – ერთ დამუხტვაზე დაფარვის მანძილებით 350 და 480 კმ. 2018 წლისთვის Tesla მოდელის ნახევარმილიონი ეგზემპლარის გამოშვებას აპირებს. პირველი მყიდველები ავტომობილში 35 000 დოლარს გადაიხდიან.

თეგები: , ,


Back to Top ↑