Published on: 30 October 2014
ჯიპები, რომლებიც თითქმის ყველამ დაივიწყა
36 წლის წინ ბუნდესვერში გამოჩნდა VW iltis. ავტომობილი, რომელსაც ბევრი შეეძლო. მან ასევე მოიგო “დაკარი”, მაგრამ ბოლოს მაინც მორიდებულ, ნაკლებადცნობილ ავტომობილად დარჩა. ავტოისტორიაში კიდევ არიან ჯიპები, რომლებზეც ახლა თითქმის აღარ ლაპარაკობენ.
Rayton Fissore Magnum (Laforza)
იტალიური ავტომობილი, რომლის დიზაინერიც ლეგენდარული ტომ ჩარდა გახლავთ. ავტომობილი აღჭურვილი იყო მოზრდილი V8 ძრავით. მან იარსება 80-x წლის შუა პერიოდიდან 2000-x წლამდე.
International Harvester Scout
მისი ისტორია დაიწყო 60 იანი წლის ადრეულ პერიოდში და დამთავრდა 1980 წლისათვის. 20 წლის არსებობის განმავლობაში ავტომობილი, რომელიც ჩაფიქრებული იყო Jeep -ის კონკურენტად, ბევრჯერ განახლდა და ყოველთვის იყო თავის თავში დარწმუნებული.
Dartz Promborn
willys-Overland Jeepster
ერთ-ერთი პირველთაგანი Willys -ებს შორის. აღჭურვილი იყო ქრომით შესრულებული დეტალებით, მშვენიერი სახურავითა და წინა ფარებით. მაგრამ Willys-Overland Jeepster-ი დიდხანს ვერ გაჩერდა, მისი წარმოება მხოლოდ 2 წელს გაგრძელდა.
Jehle Saphier
ეს კი გახლავთ ყველაზე იშვიათი “მხეცი” ჩვენს სიაში. რომელიც ატარებდა მცირე სერიულობის სტატუსს, თუმცა წარმოებული ეგზემპლარების რიცხვი დღეისთვისაც გამოცანად რჩება.
Mercedes-Benz G4 (W31)
ავტომობილი, რომლის გახსენებაც “მერსედესში” არც ისე უყვართ. რადგან, იმის გარდა, რომ კონსტრუქცია არც ისე დახვეწილი გამოვიდა, ასევე ავტომობილი იქცა ნაცისტური ლიდერების ფავორიტ ავტომობილად.
Volkswagen Golf Country
დიახ, თქვენს წინაშეა მეორე თაობის “გოლფი”. ეს მოდელი არც ისე მასიურია, მაგრამ თავის დროზე ხშირად მიუქცევია საზოგადოების ყურადღება.
გაზ M-72
ბოლოსთვის კი შემოგინახეთ “პაბედა”, რომელსაც უფროსი თაობა კარგად იცნობს.