ვიდეო
Published on: 07 February 2018
ჯეფ გოლდბლუმი და დინოზავრი – Jeep-ის ვიდეორგოლი იურული პერიოდის პარკის სტილში
Jeep-მა სუპერთასისთვის შექმნილ ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში ფილმ “იურული პერიოდის პარკის” კადრები გააცოცხლა და მთავარ გმირად ჯეფ გოლდბლუმიც კი მოიწვია. ეს უკანასკნელი ვერც ამ შემთხვევაში ასცდა უშველებელ დინოზავრებს და ამჯერად მათგან თავის დაღწევას Jeep-ის უახლესი ავტომობილით ცდილობს. ვიდეოს სიუჟეტი იმდენად დამაჯერებელია, რომ ის არა ჩვეულებრივ რეკლამას, არამედ ფილმის ახალი ნაწილის მოკლე ანონსს უფრო ჰგავს.