სტატიები

Published on: 09 December 2017

Jeep -ის ახალი ყველგანმავლის დიზაინი გასაჯაროვდა

Jeep -ის ახალი საოჯახო ყველგანმავლის საპატენტო გამოსახულება, რომელიც დარეგისტრირებულია ჩინურ ნაციონალურ საპატენტო ოფისში, გამოქვეყნებული იქნა ჩინური გამომცმემლობის Autohome -ს მიერ. სავარაუდოდ, მომავალი მოდელი მიიღებს სახელწოდება Grand Commander -ს.

როგორც მოსალოდნელია, სერიული Jeep Grand Commander -ი კონცეპტ Jeep Yuntu -ს ბაზაზე არის აწყობილი, რომლის დებიუტიც აპრილის თვეში შანხაის  ავტოსალონში შედგება. მოდელის წინა ნაწილი, თუ ფოტოებით ვიმსჯელებს, Grand Cherokee -ს მსგავსი იქნება.

სერიული Grand Commander -ი, სავარაუდოდ აღიჭურვება ორი ლიტრი მოცულობის ოთხ ცილინდრიანი ძრავითა და სამლიტრიანი V6 -ით.

თეგები: ,


Back to Top ↑