სტატიები

Published on: 18 February 2017

Jaguar -ი ცნობილი ბავარიელის კონკურენტს გამოუშვებს

ბრიტანელი მწარმოებელი XE -ს ოჯახში SVR -ის “დამუდხტული” ვერსიის დამატების ვარიანტებს განიხილავს. კომპანიის ქვედანაყოფი Special Vehicle Operations -ი BMW M3 -ის სრულფასოვანი კონკურენტზე მუშაობას ამთავრებს. ეს იქნება Jaguar XE SVR.

აქამდე SVR ვერისები მხოლოდ Jaguar F-Type -სა და Range Rover Sport -ის ხაზებში იყო. ახალი მოდელი XE SVR -ი მათგან 5,0 ლიტრი მოცულობის V8 ძრავას ითხოვებს. ამ აგრეგატის ძლიერი ვარიანტი გამოიმუშავებს 567 ცხ.ძ. -სა და 700 ნმ. ბრუნვით მომენტს. რა სიმძლავრე ექნება XE SVR -ს ჯერ-ჯერობით უცნობია. მოსალოდნელია, რომ ავტომობილი 0-100 კმ/სთ აჩქარებას 4 წამზე ნაკლებ დროს მოანდომებს.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ახალი BMW M3 აღჭურვილია 3,0 ლიტრი მოცულობის V6 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 426 ცხ.ძ.  0-100 კმ/სთ აჩქარებას კი 4,3 წმ  -ში აკეთებს. მაშინ როდესაც “დამუხტული” Mercedes-AMG C 63 503 ცხ.ძ. -ის მქონე V8 ძრავით ამას 3,9 წმ-ში აკეთებს.

თეგები: , , , ,


Back to Top ↑