სტატიები

Published on: 20 October 2015

იყიდება უიშვიათესი DB4 GT Zagato

60 -იან წლებში Aston Martin’s DB4 GT Zagato 5470 ფუნტი ღირდა. RM Shotheby’s -ის შეფასებით 2015 წლის დეკემბრისთვის ავტომობილის ფასი 18 მილიონ დოლარს მიაღწევს. შესაბამისად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გახდება. ამ DB4 -ის გაყიდვა დაგეგმილია ნიუ-იორკის აუქციონზე “Driven by Disruption” -ზე.

იმას, რომ ეს DB4 სიმძლავრის მხრივ თანამედროვე სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ავტომობილი კომპესირებას უკეთებს თავისი წარმომავლობითა და გარეგნობით.

DB4 Zagato წარმოდგენილი იქნა ლონდონის ავტოსალონში 1960 წელს. მას აქვს მსუბუქი, შესანიშნავი კონსტრუქცია, რომელიც შემუშავებულია იტალიელების მიერ.

ავტომობილი აღჭურვილია 3,7 ლიტრი მოცულობის ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 318 ცხენის ძალასა და 325 ნმ ბრუნვით მომენტს – ძალიან შთამბეჭდავი ციფრები იმ დროისთვის. ავღნიშნავთ ასევე 4 სიჩქარიან გადაცემათა კოლოფს და უკანა წამყვანს. DB4 GT Zagato -ს 0-100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია 6,1 წმ -ში. ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 246 კმ/სთ -ს.

კონკრეტულად ეს ავტომობილი – მოდელური ნომრით DB4GT/0186/R -ით არის მე-14-ე, სულ აწყობილია 19 ეგზემპლარი. ის აწყობილი იქნა 1961 წელს და გამოიშვა 62 წლის თარიღით. თავიდან ის გაემგზავრა ავსტრალიაში, ხოლო შემდეგ 1993 წელს ინგლისში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო გუდვუდის ფესტივალში.

2002 წელს, ორწლიანი რესტავრაციის შემდეგ, ამ DB4 GT Zagato -მ მიიღო რამოდენიმე ჯილდო – Villa d’Este -ზე, Pebble Beach -სა და the Quail -ზე.

“ბევრისთვის ის უფრო მშვენიერია ვიდრე Ferrari 250 SWB. ასევე ის არის დაუჯერებლად იშვიათი. ეს არ არის უბრალოდ ყველა დროის დიდებული Aston Martin -ი, ეს ასევე ერთ-ერთი საუკეთესო GT ავტომობილია, რაც ამ სამყაროში არსებულა “- განაცხადა RM Sotheby’s -ის აუქციონის სახლის ხელმძღვანელმა რობ მაიერსმა.

ვარაუდობენ, რომ ეს ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება 14 ან შესაძლოა 18 მილიონ დოლარადაც კი და ეს დაგვეთანხმებით პატარა თანხა არაა. ასე, რომ ჩვენ ორი კითხვა გვაქვს: ღირს თუ არა ეს ავტომობილი ამხელა თანხა? მეორე, ნამდვილად ყველაზე მაგარი Aston martin -ია ისტორიაში?

 

თეგები: , , , , , , , ,


Back to Top ↑