ცნობილები

Published on: 10 March 2015

იუნა შაფათავა: “მირჩევნია მატარონ – გამანებივრეს და გააგრძელონ იგივენაირად…”

იუნა შაფათავა – ჩემი ბავშვობის კუმირი -ჰოლივუდის პორველი ვარსკვლავი,James Dean in His Porsche Spyderჯეიმს დინი დაიაღუპა 24 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში,საკუთარი ვერცხლისფერი პორშეთი და ავარიამდე ცოტა ხნით ადრე თქვა ასეთი ფრაზა: “ფრთხილად იარეთ-ცხოვრება რომელსაც შეინარჩუნებთ,შეიძლება იყოს ჩემი…”…დიდხანს მინდოდა მყოლოდა ისეთი ვერცხლისფერი პორშე,ჯეიმს დინს რომ ჰქონდა…როცა გავიზარდე, გადავწყვიტე, რომ მირჩევნია მატარონ – გამანებივრეს და გააგრძელონ იგივენაირად…

D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?408432_10151553884184192_1918938617_n

ტარება ქმარმა მასწავლა – 23 წლის ვიყავი 🙂 , ჩემი ქმრის მანქანას ვატარებდი და მეორე ავარიის შემდეგ არც მქონია სურვილი საჭესთან დაჯდომის.

D: თქვენი ოცნების ავტომობილი?

ბევრი. სატარებლად სიჩქარეზე shelby mustang gt, საიმიჯოდ – Aston Martin -ი. ასევე Lamborghini Diablo, black, black, black – 😥  ტირილამდე  😥  . თვითმფრინავის ტარება მინდა ვისწავლო უფრო და ვატარო, ვიდრე მიწაზე ქალაქში. ტრასაზე მიყვარს მაქსიმუმზე ტარება, პედალს ფეხს არ ვუშვებ 😀 .

D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?

არანორმალური. ამიტომაც არ ვჯდები…ქალაქში წესებს აქ არავინ იცავს და აზრი ? ვიღაცამ დამამტვრიოს?  😀

D: ავტომობილთან დაკავშირებულ რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?

როდესაც ლაპარაკ ლაპარაკში კუს ტბის ჩასახვევში, რომ მეგონა მუხრუჭს ვაჭერდი მთელი ძალით, თურმე გაზზე მქონდა ფეხი და მთელი ძალით შევასკდი კედელს. მანქანა დაილეწა და დღესაც მიკვირს როგორ არ დავშავდი.

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑