სტატიები

Published on: 06 January 2019

იტალიელებს ველოსიპედით გავლილ ყოველი კილომეტრისთვის თანხას გადაუხდიან

იტალიური ქალაქ ბარის მერია 25 ევროს გადაუხდის მათ ვინც ავტომობილიდან ველოსიპედზე გადაჯდება. “თუ თქვენ დაატრიალებთ პედლებს, მაშინ ჯანმრთველობასთან ერთად სხვარამესაც გამოიმუშავებთ!”-მოქალაქეებს განუცხადა მერმა ბარი ანტონიო დეკარომ, რომლის პარალერულადაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ეს იქნება პირველი იტალიური ქალაქი, სადაც სტარტს იღებს საფრანგეთში გამართლებული ექსპერიმენტი, რომელიც მოქალაქეების ავტომობილიდან ველოსიპედზე გადაჯდომას გულისხმობს.
ექპსერიმენტი ოთხი თვე გაგრძელდება, რომლისთვისაც მერმა გარემოს დაცვის სამინიტსროს 545 ათასი ევრო გამოყოაყოფინა.მიზანი არის არა მხოლოდ საცობების შემცირება, ასევე გარემოზე ზრუნვაც.
დაგეგმილია თანხის გადახდა ყოველ კილომეტრზე, მაგრამ არაუმეტეს 25 ევროსა თვეში. განსაკუთრებით ანაზღაურებადია სამსახური-სახლის გზა. ველოსიპედით სამსახურში სიარულისთვის მთავრობა მოქალაქეს ყოველ კილომეტრზე 20 ევრო-ცენტს გადაუხდის. ხოლო სხვა მარშრუტები 4 ევრო-ცენტით იქნება ანაზღაურებული.


Back to Top ↑