სტატიები

Published on: 24 March 2017

ისტორიაში ერთ-ერთი პირველი Ford-Mustang -ი იყიდება

საუქციონო სახლის Mecum -ის საიტზე ერთ-ერთი ყველაზე პირველი “მუსტანგი” იყიდება. კუპის საპროგნოზო ფასი, რომლის VIN – ნომერიც 100002 -ია, 450-600 ათასი დოლარია. ავტომობილზე ვაჭრობა 2017 წლის მაისის თვეში გაიმართება.

ახლა ავტომობილი კოლექციონერსა და Ford Mustang -ის სპეციალისტს ბობ ფრის ეკუთვნის. მფლობელმა ავტომობილის ისტორია თავიდან ბოლომდე შეისწავლა და დაადგინა, რომ ის ერთ-ერთი წინასერიული პროტოტიპთაგან პირველია, რომელიც 1965 წელს იქნა გამოშვებული. ასეთი ავტომობილების საერთო ტირაჟი 150-180 ერთეულს შეადგენს.

გასაყიდად გამოტანილი მუსტანგი პირველია სახურავის მხრივ ( კაბრიოლეტი VIN ნომრით 100001 ახლა ჰენრი ფორდის მუზეუმში აყენია. ცნობილია ისიც, რომ ეს ავტომობილი Ford -ის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჰენრი ფორდის მუზეუმშიც იყო ნაჩვენები.

 

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑