სტატიები

Published on: 05 March 2017

ინტერნეტ სივრცეში ახალი თაობის Honda Civic Type R -ის ფოტოები გამოჩნდა

ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ახალი Honda Civic Type R 2016 წელს ნაჩვენები პროტოტიპის თითქმის სრული ანალოგი იქნება. განსხავებები ძირითადად შეეხება დეკორატიულ ელემენტებს.

არსებული Civic Type R აღჭურვილია 2.0 ლიტრი მოცულობის ტურბინირებული ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 310 ცხ.ძ. მოსალოდნელია, რომ ახალ თაობაშიც იგივე ძრავა იქნება ოდნავ გაზრდილი სიმძლავრით – 340 ცხ.ძ. ბრუნვითი მომენტი გაიზრდება 50 ნმ -ით – 400 -დან 450 ნმ -მდე. ავტომიბილი ისევ წინა ამძრავიანი იქნება.

0-100 კმ/სთ აჩქარებას ახალი Civic Type R 5 წმ -ში გააკეთებს. კომპანიაში ამბობენ, რომ აპირებენ ნიუბურგრინგზე ყველაზე სწრაფი წინაამძრავიანი ავტომობილის ტიტული მოიპოვონ.

თეგები: ,


Back to Top ↑