სტატიები

Published on: 24 August 2018

Infinit-ის ახალი მოდელის, Prototype 10-ის კონცეპტი

„ინფინიტის“ ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, მიზნად დაისახა კომპანიის ყველა მოდელის ელექტიფიკაცია. ამის ნათელი მაგალითი კიდევ ერთი ახალი ელექტრომობილი,  Prototype 10-ია.

ახალი სპორტული მოდელის კონცეპტი რამდენიმე დღის წინ, კალიფორნიაში წარადგინეს. ეს იქნება Prototype 9-ის განახლებული ვარიანტი, რომელიც კომპანიამ 2017 წელს გამოუშვა. Prototype 10-ის დიზაინი საკულტო კაბრიოლეტის მიხედვით შეიქმნა და აქვს ერთადგილიანი კაბინა. თუ მანქანას უკნიდან შეხედავთ, მხოლოდ შუაში მჯდომი მძღოლის თავი ჩანს, ამიტომ, დიზაინერებმა ახალ მოდელს „bathtub“ (აბაზანა) შეარქვეს.

Prototype 10-ის კონცეპტი Infinit-ის აღმასრულებელი დირექტორის (დიზაინის მიმართულება) ქერიმ ჰაბიბის პირველი პროექტია. ექსპერტების თქმით, რთული გამოსაცნობი არ არის, რა კუთხით განვითარდება, უახლოეს წლებში, ბრენდის პროდუქცია. ამბობენ, რომ კომპანია კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს ელექტრომობილების გამოშვებაზე.

Infinit Prototype 10, ბაზარზე,  2021 წელს გამოვა.

თეგები: , ,


Back to Top ↑