სტატიები

Published on: 12 June 2019

იაპონიაში ხანში შესული მძღოლებისთვის სპეციალური მართვის მოწმობა იქნება საჭირო

იაპონიის მთავრობა 75 წელს გადაცილებული მძღოლებისთვის სპეციალური მართვის მოწმობის შემოღებას გეგმავს. როგორც იაპონური ჟურნალი Nikkei იტყობინება, ასეთი გადაწყვეტილება სტატისტიკის მიხედვით იქნა მიღებული – ბევრ ხანში შესულ მძღოლს ერევა პედლები ან გვიან რეაგირებს საგზაო სიტუაციებზე.

საწყის ეტაპზე მსგავსი ლიცენზიის აღება ნებაყოფლობითი იქნება. ვალდებულება მოხუც მძღოლებს ამ ლიცენზიის აღებისა შეექმნებათ მაშინ, როდესაც საავტომობილო ინდუსტრიაში ფართოდ გავრცელდება ავტომატური დამუხრუჭების სისტემა და იქნება უფრო ხელმისაწვდომი.

 


Back to Top ↑