სტატიები
Published on: 10 March 2015
იაპონიაში ახალი Mazda MX-5 -ის აწყობა დაიწყეს
იაპონიაში, ქალაქ ჰიროსიმაში არსებულ Mazda -ს ქარხანაში დაიწყო მეოთხე თაობის MX-5 -ების აწყობა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Miata , ხოლო იაპონიაში – Mazda Roadster. მსუბუქი, კომპაქტური, ეკონომიური და ბიუჯეტური სპორტული ავტომობილი შეგვიძლია ვნახოთ გარეგნულად, ხოლო ძრავების სია ჯერ-ჯერობით უცნობია. უკვე ივნისში ავტომობილი გამოვა იაპონიის ბაზარზე, ამის შემდეგ კი გარე ბაზრებზეც.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ გაყიდვების დაწყებას, დეტალებსა და ახალ რეკორდს: დღეისთვის მსოფლიოში გაყიდულია სამი თაობის MX-5 -ის 950 000 ეგზემპლარი (ამით იგი გინესის რეკორდების წინგში შევიდა).