Published on: 06 March 2015
იაპონელებმა “გრილმობილი” გამოიგონეს
იაპონურმა სტარტაპ -მა დაიწყო ფინანსების მოგროვება, რათა გაუშვას ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ელექტროვენ Nissan e-NV200 -ის გადაკეთება პიკნიკის ავტომობილად. პრომო ვიდეო რგოლით თუ ვიმსჯელებთ საცდელი ეგზემპლარი უკვე შექმნილია და მომხმარებლებს მრავალ ფუნქციას სთავაზობს.
სალონის მთელ მოცულობას იკავებს მშვენივრად აღჭურვილი სამზარეულო, რომელსა გააჩნია 1500 ვატიანი გრილი, ასევე თაროები, უჯრები, გასაწყობი მაგიდა, სამრეცხაო და ნარჩენების გადამამუშავებელი. ეს ყვლეაფერი ჯერ დასაწყისია, ავტომობილი აღჭურვილია კოღოებისგან დამცავით, წყლის მშხეფებელით, რათა ცხელ ამინდში გაგრილდეს ჰაერი, ასევე უპილოტო დრონით, რომელიც გარშემო იფრენს და გადაიღებს სურათებს.
ასევე შესაძლებელია ავტომობილის გვერდითა ფანჯრის გადაქცევა მონიტორად, სადაც შეიძლება ფილმების ყურება და მრავალი სხვა.. რათქმაუნდა ასეთი “გრილომობილი” იაფი არ ეღირება. მისი ფასი შეადგენს 200 000$ -ს. ავტომობილის შემქნელები დარწმუნებულები არიან,რომ მისი მყიდველი გაქირავების შემთხვევაში შეძლებს ამ თანხის სრულად ამოღებას. თქვენ რას იტყვით ჩვენო მკითხველო, როგორ შეაფასებდით იაპონელების ამ იდეასა და პროექტს. დატოვეთ კომენტარები და გაუზიარეთ მეგობრებს.